27.04.2024 | 17:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ [ვიდეო]

აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლიც ოპერატიულ-ტაქტიკურ წვრთნებს იწყებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩატარდება. „სწავლების ძირითადი მიზანი არის აზერბაიჯანისა და თურქეთის არმიების ურთიერთქმედების გაუმჯობესება და საბრძოლო ეფექტურობის გაზრდა, ასევე მეთაურებში სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევების, ინიციატივის გამოჩენისა და სამხედრო ნაწილებების გაკონტროლების უნარის განვითარება,“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში. წვრთნები 9 აპრილამდე გაგრძელდება.

დღის გადაცემები