28.04.2024 | 05:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ენტონი ბლინკენი პარიზში  ოფიციალური ვიზიტით იმყოფება [ვიდეო]

აშშ -ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც პარიზში  ოფიციალური ვიზიტით იმყოფება,  მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა. საფრანგეთის დედაქალაქში ბლინკენი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს.   დიპლომატის თქმით, უფსკრული მდიდარ და ღარიბ სახელმწიფოებს შორის  კლიმატის ცვლილებით და გლობალური პანდემიით კიდევ უფრო ღრმავდება.  აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ათწლეულების განმავლობაში ქვეყნები ეკონომიკურ წარმატებას ძირითადად მთლიანი შიდა პროდუქტისა  და საფინანსო ბირჟების ინდიკატორის მიხედვით აფასებენ,  რაც მილიონობით მშრომელი ოჯახის რეალობას არ ასახავს. მისივე თქმით, ასეთ უპრეცედენტო ზრდას ხშირად თან ახლდა მზარდი უთანასწორობა.  ამერიკელი დიპლომატი აცხადებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას ამის გამოსწორება შეუძლია.

დღის გადაცემები