26.04.2024 | 01:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ეს მაჩვენებელი ქვეყნისთვის რეკორდულია და 2016 წლის არჩევნებში დაფიქსირებული ამომრჩეველთა აქტივობის 58%-ს შეადგენს.

 

ამომრჩეველთა ნაწილმა ხმა ფოსტის საშუალებით, ნაწილმა კი - წინასწარ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მისცა.

20 შტატიდან მიღებული მონაცემების თანახმად, არჩევნებში ხმა 18.2 მილიონმა „დემოკრატმა“, 11.5 მილიონმა „რესპუბლიკელმა“ და 8.8 მილიონმა იმ მოქალაქემ მისცა, რომელიც არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის.

 

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპზე მაღალი რეიტინგი აქვს.

 

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.

დღის გადაცემები