27.04.2024 | 15:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ სატელევიზიო დებატებს 30 სექტემბერს გამართავენ

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და “დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი პირველ სატელევიზიო დებატებს 30 სექტემბერს გამართავენ. დებატები, რომლის ხანგრძლივობაც 90 წუთი იქნება, აშშ-ის ქალაქ კლაივლენდში გაიმართება. როგორც ცნობილია, დებატების მთავარი თემები კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტირასისტული საპროტესტო აქციები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იქნება.

 

საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები ტელეკომპანია Fox News-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.  დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის მეორე ტელედებატები 15 ოქტომბერს მაიამიში, ხოლო მესამე შეხვედრა 22 ოქტომბერს ნეშვილში გაიმართება. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

დღის გადაცემები