27.04.2024 | 11:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები იწყება [ვიდეო]

ჟენევის ტბასთან მდებარე ვილა ლა გრანჟი მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად მზად არის. ადგილობრივი დროით 13 საათზე მე-18 საუკუნის შენობაში სტარტს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა აიღებს.  მოსკოვსა და ვაშინგტონში იმედი აქვთ, რომ ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის პირისპირ შეხვედრა ზესახელმწიფოთა შორის დაძაბულ და ცივი ომის პერიოდის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე მყოფ ურთიერთობებს გაალღვობს. ამის მიუხედავად არც მოსკოვში და არც ვაშინგტონში შვეიცარიაში გამართული შეხვედრიდან რაიმე მნიშველოვან გარღვევას არ ელოდებიან. ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის 5 საათიანი მოლაპარაკებების დღის წესრიგი რამდენიმე ბლოკად არის დაყოფილი - დაწყებული სტრატეგიული სტაბილურობისა და ორმხრივი  ურთიერთობების საკითხებით და დასრულებული რეგიონალური პრობლემატიკით. შეხვედრის ორგანიზატორთა განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ პუტინმა ან ბაიდენმა, საკუთარი ინიციატივით რომელიმე პრობლემური თემაც წამოწიონ. პროგრამით გათვალისწინებულია შესვენება ყავით, თუმცა არა ერთობლივი სადილი და პრესკონფერენცია.

დღის გადაცემები