27.04.2024 | 08:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სომხეთიდან მთიან ყარაბაღში გასულ დღე-ღამეში 316 დევნილი დაბრუნდა

სომხეთიდან მთიან ყარაბაღში გასულ დღე-ღამეში 316 დევნილი დაბრუნდა.  ერევნიდან სტეპანაკერტის მიმართულებით დევნილები ავტობუსებით გადაიყვანეს, მგზავრობისას მათ უსაფრთხოებას  რუსული კონტინგენტი უზრუნველყოფდა. რუსი სამხედროები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასთან დაკავშირებით 23 სადამკვირვებლო პუნქტზე მუდმივ კონტროლს ახორციელებენ. მთიან ყარაბაღში ჯამში 42 000-ზე მეტი დევნილი დაბრუნდა. კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 9 ნოემბერს გაფორმდა.

დღის გადაცემები