25.04.2024 | 18:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
კანადაში ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალური პარტია არჩევნებს იგებს [ვიდეო]

კანადაში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგების თანახმად,  მოქმედი პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს „ლიბერალური პარტია“ იმარჯვებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის სავარაუდოდ უმცირესობის მთავრობას ჩამოაყალიბებს. უმრავლესობის მოსაპოვებლად კანადის პარლამენტის ქვედა პალატის 338 ადგილიდან 170-ის მიღებაა საჭირო. წინასწარი მონაცემებით, ლიბერალები 155 საარჩევნო ოლქში ლიდერობენ. მეორე ადგილზე კონსერვატორები არიან, რომლებიც 121 ოლქში იმარჯვებენ. აღსანიშნავია, რომ კანადის მილიონზე მეტმა მოქალაქემ ფოსტით მისცა ხმა. ბიულეტენებს დღეს დაითვლიან. ჯასტინ ტრიუდომ, რომელიც 2019 წლის არჩევნების შემდგომ უმცირესობის მთავრობას ხელმძღვანელობს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ აგვისტოში გამოაცხადა იმ იმედით, რომ მისი პარტია საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებდა.

დღის გადაცემები