27.04.2024 | 20:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ანტისემიტური კომენტარებისგან [ვიდეო]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თურქეთის პრეზიდენტის, ებრაელ ხალხთან დაკავშირებით ბოლო დროს გამოთქმული კომენტარები ანტისემიტურ განცხადებებად შეაფასა და მკაცრად დაგმო. „მოვუწოდებთ პრეზიდენტ ერდოღანს და თურქეთის სხვა ლიდერებს, თავი შეიკავონ წამქეზებლური სიტყვებისგან, რამაც შეიძლება შემდგომი ძალადობა გამოიწვიოს. ანტისემიტური ენის ადგილი არსად არ არის”, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ისრაელი ღაზას სექტორის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების გამო გააკრიტიკა, მას „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა და განაცხადა, რომ „ეს მათ ბუნებაში დევს.“

დღის გადაცემები