28.04.2024 | 05:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროკავშირის ლიდერებმა ვაქცინის წარმოებასა და განაწილებაზე იმსჯელეს [ვიდეო]

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის წარმოების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის სამიტზე განაცხადა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ლიდერების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ვაქცინის განაწილების პროცესში არსებული ხარვეზები იყო. ევროკავშირის ლიდერებმა ასევე მოუწოდეს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებს,  შეასრულონ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და უზრუნველყონ ვაქცინის წარმოების პროგნოზირება. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა „ასტრაზენეკა“, რომ ვაქცინის სხვა ქვეყნებში გატანამდე ევროკავშირთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები შეასრულოს. ვირტუალურ სამიტში მონაწილეობას იღებდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-სა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების აღორძინების მზაობა.

დღის გადაცემები