28.04.2024 | 00:16
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროკავშირმა ბელორუსის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა [ვიდეო]

ევროკავშირის წევრ ქვეყანათა ლიდერებმა ბელორუსის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის და ევროგაერთიანების ტერიტორიაზე არსებული აეროპორტებით სარგებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. ევროპელ ავიაგადამზიდავებს კი მიეცათ რეკომენდაცია ბელორუსის საჰაერო დერეფანი ტრანზიტისთვის არ გამოიყენონ. ასეთია მინსკის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული ბრიუსელის რეაქცია. შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ავიაგამანადგურებელმა მიგ-29-მ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავს რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა. ლაინერის ბორტზე ბელორუსი ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა, რომელიც ბელორუსი სამართალდამცავების მიერ საგამოძიებო იზოლატორში იქნა გადაყვანილი. პროტასევიჩი მედია-რესურს „ნექსტას“ მთავარი რედაქტორია, რომელიც ბელორუსის ხელისუფლების მიერ ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი.

დღის გადაცემები