26.04.2024 | 00:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ის პრეზიდენტმა პირველი ევროპული ტურნე დაიწყო [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტმა პირველი ევროპული ტურნე დაიწყო. თავდაპირველად ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და დედოფალ ელიზაბეტ მეორეს შეხვდება, ასევე დიდი შვიდიანის მეთაურთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას. საფოკლის საგრაფოში, სამეფო საჰაერო ძალების ბაზა მილდენჰოლში ამერიკელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთის მთავრობა საზიანო ქმედებებს განახორციელებს, აშშ ძლიერ და მნიშვნელოვან პასუხს გასცემს. პრეზიდენტის თქმით, ის მოწოდებულია, აღადგინოს ტრანსატლანტიკური კავშირები და განაახლოს რუსეთთან ურთიერთობები. "ეს საზღვარგარეთ ჩემი პირველი ტურნეა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში. მონაწილეობას მივიღებ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში, ნატოს მინისტერიალში და შემდეგ შევხვდები ბატონ პუტინს იმისთვის, რომ ვაცნობო მას ის, რაც მსურს, რომ იცოდეს,“ - აღნიშნა ბაიდენმა.

 

დღის გადაცემები