28.04.2024 | 02:29
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტი კანადამ და ბრიტანეთმა გამოუცხადეს [ვიდეო]

პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი კანადამ და გაერთიანებულმა სამეფომაც გამოუცხადეს. კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო დასავლეთის ქვეყნების შეშფოთების შესახებ ჩინეთი ინფორმირებული უნდა იყოს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით კი ოლიმპიადას მინისტრთა კაბინეტიდან არავინ დაესწრება. გადაწყვეტილებას ლონდონში ჩინეთის საელჩო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბრიტანელი ოფიციალური პირები ოლიმპიადაზე მიწვეულები არ ყოფილან. შეგახსენებთ, პეკინის ზამთრის ოლიმპიადის წინააღმდეგ დიპლომატიური ბოიკოტის ინიციატორი შეერთებული შტატებია. აშშ-ის ბოიკოტს მოგვიანებით ახალი ზელანდია და ავსტრალიაც შეუერთდნენ.

დღის გადაცემები