28.04.2024 | 03:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება [ვიდეო]

ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მზადაა, ნებისმიერი სცენარისთვის, მზადაა  დიპლომატიისთვის, რათა გაუმჯობესდეს ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება. მისივე თქმით,  შეერთებული შტატები და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინა კი რუსეთს არ ემუქრება.  თეთრი სახლის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს არ აქვთ რაკეტები უკრაინაში და არც აქვთ გეგმაში მათი იქ განთავსება. რუსეთის მოქალაქეებს კი მიმართა და აღნიშნა, რომ ამერიკა არ არის მათი მტერი, ასევე იმედი გამოთქცვა, რომ რუს ხალხს   უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დესტრუქციული ომი არ  სურს.  გუშინ კი კრემლში რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის პირველი შეხვედრა  გაიმართა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოლაფ შოლცმა  განაცხადა, რომ ევროპაში ახალი ომი უბრალოდ წარმოუდგენელია და ყველა მხარემ ყველა ღონე უნდა იხმაროს მისი თავიდან ასაცილებლად. გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება პოლიტიკური კატასტროფა და აგრეთვე მინსკი შეთანხმების დარღვება იქნება. ვლადმიერ პუტინმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ  რუსეთს ომი არ სურს და  მზადაა უსაფრთხოებისა და რაკეტების განლაგების საკითხებზე დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართოს. ამასთან რუსეთის ლიდერმა უკრაინის ხელისუფლება დონბასის მოსახლეობის გენოციდში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთი დონბასის პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა შეეცდება მინსკის შეთანხმების არარეალიზებული შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოს.

დღის გადაცემები