27.04.2024 | 11:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციები ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ [ვიდეო]

ჟენევა კვლავ  რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციებს მასპინძლობს.  შეხვედრის მიზეზი უკრაინის საზღვარზე დაძაბული ვითარება და რუსული მხარის მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტია. მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, გამორიცხოს ნატო-ს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ  ამერიკა უნდა მოემზადოს კომპრომისებისთვის, რუსული მხარე კი ამ მოლაპარაკებებზე მკაფიო პოზიციით მოდის. ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებიდან დადებით შედეგს არ ელიან.  როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა,  უკრაინის წინააღმდეგ განმეორებითი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში რუსეთი პასუხს აგებს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებებისას  მხარეებმა შესაძლოა აღადგინონ ევროპაში "საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის" ხელშეკრულება.  შეხვედრა ჟენევის ტბის სანაპიროზე დიპლომატიური მარათონის მხოლოდ დასაწყისია. ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, 12 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილია რუსეთსა და ნატოს წევრებს შორის.

დღის გადაცემები