27.04.2024 | 08:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებებს ითხოვენ [ვიდეო]

ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა დანიასა და აშშ-ს მოუწოდეს, გააკეთონ განმარტებები მაღალჩინოსნებზე ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით. საუბარია, მედიაში გავრცელებულ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის დახმარებით, 2012-2014 წლებში  ევროპელ მაღალჩინოსნებზე მიყურადებას აწარმოებდა. მაკრონის თქმით, მოკავშირეების თვალთვალი მიუღებელია და ისინი სრულ ღიაობას მოელიან დანიური და ამერიკული მხარისგან. გერმანიის კანცლერის თქმით კი,  მეგობრებზე ჯაშუშობა მიუღებელია. ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა აღნიშნული განცხადება ფრანგულ-გერმანული მინისტერიალის საბჭოს სხდომის ფარგლებში გააკეთეს, რომელსაც მერკელი კანცლერის რანგში ბოლოჯერ დაესწრო. აღსანიშნავია, რომ 16 წლიანი მმართველობის შემდეგ, მერკელი კანცლერის პოსტს სექტემბერში დატოვებს.

დღის გადაცემები