28.04.2024 | 10:11
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროკავშირის ქვეყნები ისრაელსა და პალესტინელებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს [ვიდეო]

უნგრეთის გარდა ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით მოწოდებას მხარი დაუჭირეს. ევროკავშირის წევრ ქვეყანათა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგანგებო თათბირი ჩაატარეს, რათა ახლოარმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია გამოემუშავათ. საგარეო საკითხებში ევროგაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით ბრიუსელი ისრაელის უფლებას თავდაცვაზე მხარს უჭერს, თუმცა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალთან თანხვედრაში უნდა იყოს. ბრიუსელში იმედი აქვთ, რომ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლა ისრაელელებს  და პალესტინელებს ცეცხლის შეწყვეტას აიძულებს.

დღის გადაცემები