27.04.2024 | 11:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-მ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წერილობით უპასუხა [ვიდეო]

აშშ-მა და ნატომ რუსეთის წარმომადგენლებს მოსკოვის მიერ წამოყენებულ უსაბრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი გადასცეს. დოკუმენტების შინაარსი ამერიკული მხარის თხოვნით არ საჯაროვდება. ვაშინგტონი ამას კონფიდენციალური მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობით ხსნის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ მოსკოვი ვაშინგტონის პასუხის შინაარს არ გამოაქვეყნებს, თუმცა რუსეთის მოთხოვნებზე ამერიკის შეეერთებული შტატების რეაქციას საზოგადოებას გასაგებად მიაწვდის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთისთვის გაგზავნილ დოკუმენტში ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების შეშფოთებაა გამოხატული რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. რაც შეეხება ნატოს, იენს სტოლტენბერგის  განცხადებით დოკუმენტში ალიანსის მხრიდან რუსეთისადმი  რაიმე დათმობებზე საუბარი არ არის.

დღის გადაცემები