27.04.2024 | 14:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ქვეყნის ერთიანობის დღედ გამოაცხადა [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი ქვეყნის ერთიანობის დღედ გამოაცხადა. მოსახლეობისადმი მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ  უკრაინა დღეს ძლიერია, ვიდრე ოდესმე. "დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო სერიოზული გარე და შიდა გამოწვევები, რაც მოითხოვს პასუხისმგებლობას, ნდობას და კონკრეტულ ქმედებებს ჩემგან და თითოეული ჩვენგანისგან. ჩვენ გვაშინებს დიდი ომი და კიდევ ერთხელ დავადგინეთ სამხედრო შემოჭრის თარიღი. გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე, ჩვენ მას ერთიანობის დღედ ვაქცევთ. ნაშუადღევს ჩამოვკიდებთ ეროვნულ დროშებს, გავიკეთებთ ლურჯ-ყვითელ ლენტებს და მსოფლიოს დავანახებთ ჩვენს ერთიანობას. - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, უკრაინელი ხალხი მშვიდობისთვის იბრძოლებს და მზად არიან, ყველა საკითხი მოლაპარაკების გზით გადაწყდეს.

დღის გადაცემები