28.04.2024 | 09:45
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მსოფლიოში ხანძრების ფრონტი ფართოვდება [ვიდეო]

სამხრეთ თურქეთში  მეხუთე დღეა ხანძრები მძვინვარებს.  გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, 850 -ზე მეტი მოქალაქე კი დაზარალდა. დამსვენებლები მასიურად ტოვებენ კურორტებს. სამართალდაცველების ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი, რომელსაც „ეროვნული კატასტროფა უწოდეს“,  განგებ არის გაჩენილი.  ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, უკვე მოხერხდა ხანძრის 107 კერის ლოკალიზება. ამ დრომდე აქტიურია ანტალიასა და მუღლას პროვინციაში დაფიქსირებული 5 კერა.  დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან. 3 სახანძრო თვითმფრინავი გააგზავნა თურქეთში ევროკავშირმაც. უპრეცედენტო გვალვისა და ძლიერი ქარის გამო, ხანძრის ფრონტი ფართოვდება  საბერძნეთის დასავლეთით.  შაბათ -კვირას დაახლოებით 120 ხანძარი დაფიქსირდა. ქალაქ პატრასთან მდებარე ოთხი დასახლების მაცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ცეცხლს ებრძვიან სიცილიაშიც. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 800 -ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული. თუმცა  კუნძულის ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლთან გამკლავება უჭიღთ და დახმარებისთვის უკვე იტალიის დედაქალაქს მიმართეს. 

დღის გადაცემები