27.04.2024 | 20:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
რუსეთს სანქციებს კიდევ რამდენიმე ქვეყანა უწესებს [ვიდეო]

რუსეთს სანქციების იაპონია და კანადაც უწესებენ. იაპონიის მთავრობის განმარტებით, აიკრძალება იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. შავ სიაში შეყვანილი პირები ვერც იაპონიის ტერიტორიაზე შესვლას მოახერხებენ. კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ კი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი რაუნდი წარადგინა. ტრუდოს თქმით, მისი  მთავრობა სანქციებს დაუწესებს იმ რუს პარლამენტარებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების სასარგებლოდ მისცეს ხმა. კანადის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება აღმოსავლეთ უკრაინაში რუსი ჯარისკაცების შესვლასთან დაკავშირებით. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააანონსა ავსტრალიამ. როგორც პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, მთავრობამ ახალი ზომები „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის“ საპასუხოდ მიიღო. მისი თქმით, ავსტრალია პირველ რიგში დააწესებს სამოგზაურო შეზღუდვებს და ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს რვა წევრის წინააღდეგ. ავსტრალია სანქციებს რამდენიმე რუსულ ბანკსაც დაუწესებს.

დღის გადაცემები