27.04.2024 | 19:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალექსანდრ ლუკაშენკო ყირიმში ჩასვლას გეგმავს [ვიდეო]

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ყირიმში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ მან „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის ყირიმში უკვე დაპატიჟებულია. „ვისი პროტექტორობის ქვეშაც არ უნდა იყოს ყირიმი, ის ჩემი ყირიმიც არის. გვაქვს მოლაპარაკება პუტინთან, რომ ჩვენ ყირიმში ვიქნებით“ , - განაცხადა ლუკაშენკომ. ამავე ინტერვიუში, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ მისი ჩასვლა ყირიმში  ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას ნიშნავს.

„თუკი პრეზიდენტი იქ უკვე ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, კიდევ რაღა აღიარება უნდა იყოს?!“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

დღის გადაცემები