28.04.2024 | 06:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ბელარუსიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის ბლარდებებს უარყოფს [ვიდეო]

ბელარუსიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ორმხრივი საკითხები და მწვავე საერთაშორისო პრობლემები განიხილა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკეიმ მკაცრად გააკრიტიკა ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამკაცრება. ევროკავშირი  ახალი სანქციების დაწესებას ბელარუსის 30 ფიზიკური და იურიდიული პირის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ აპირებს. ბრიუსელი ბელარუსის ხელისუფლებას ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებში მიგრანტების მასიური ნაკადის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ვლადიმერ მაკეი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მინსკს ამასთან კავშირის არ აქვს.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი აღნიშნა, რომ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს ევროპა რუსეთთან და ბელორუსთან კონფრონტაციაში ჩაითრიოს. რუსმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ პასუხისმგებელი ევროპელები არ დაუშვებენ იმ გაუთავებელ ორომტრიალში ჩათრევას, რაც ძალიან, ძალიან საშიშია.

დღის გადაცემები