27.04.2024 | 16:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გენერალი მარკ მილი - ჩინეთის მიერ რაკეტების გამოცდა ძალიან შემაშფოთებელია [ვიდეო]

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტების გამოცდა ძალიან შემაშფოთებელია. გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის სამხედრო შეიარაღება ძალიან სწრაფად ფართოვდება. მისი თქმით, რაკეტამ სამიზნის მიღწევამდე დედამიწას დაბალ ორბიტაზე შემოუარა. რაკეტის გამოცდის ფაქტს უარყოფს ოფიციალური პეკინი, სადაც აცხადებენ, რომ  ჩინეთში არა ზებგერითი რაკეტა, არამედ კოსმოსური ხომალდი გამოცადეს. 21 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტის გამოცდით შეშფოთებულია.

 

დღის გადაცემები