25.04.2024 | 09:12
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გერმანიაში საარჩევნო კამპანია სრულდება [ვიდეო]

გერმანიაში საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. ქრისტიან-დემოკრატები არმინ ლაშეტის ხელმძღვანელობით, რომელიც უცვლელი კანცლერის ანგელა მერკელის მემკვიდრედ ითვლება, ყურადღებას  ეკონომიკური და კლიმატური პირობების გაუმჯობესებაზე ამახვილებენ. სოციალ-დემოკრატები ოლაფ შოლცის მეთაურობით  მოქალაქეებს სტაბილურ  პენსიას და მინიმალურ ხელფასს - 12 ევროს საათში პირდებიან.  მწვანეთა პარტიისა და მათი ლიდერისთვის ანალენა ბერბოკისთვის კი ინტერნეტთან და მაღალ ტექნოლოგიებთან წვდომაა უმნიშვნელოვანესი, რაც მათი აზრით მჭიდროდ არის დაკავშირებული  დემოკრატიულ უფლებებთან და თავისუფლებებთან. ბერბოკი ამომრჩეველს ასევე ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებას პირდება.  გამოკითხვების თანახმად, არც ერთი პარტია მთავრობის ფორიმრებას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს და მინიმუმ სამი პოლიტიკური ძალის კოალიცია იქნება საჭირო. არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება.

დღის გადაცემები