28.04.2024 | 04:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვენესუელაში მოსახლეობის ნაწილი შიმშილობის ზღვარზეა [ვიდეო]

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მსოფლიოს სასურსათო პროგრამის ფარგლებში ვენესუელაში მცხოვრებ ბავშვებს საკვებით დაეხმარება. „ბიბისის“ ინფორმაციით, ორგანიზაციასა და ვენესუელას ხელისუფლებას შორის ნიკოლას უკვე მიღწეულია. გამოცემა წერს, რომ ვენესუელაში არსებული კრიზისის ფონზე სიღარიბე დღითი-დღე იზრდება და მოსახლეობის ნაწილი შიმშილობის ზღვარზეა. არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ვენესუელაში მცხოვრები ბავშვები არასრულყოფილად იკვებებიან. მსოფლიოს სასურსათო პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით საკვებით 185 000-ზე მეტ ბავშვს დაეხმარებიან. კრიზისის დაწყების შემდეგ ვენესუელა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

დღის გადაცემები