28.04.2024 | 08:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მარია ზახაროვამ ჩეხეთის მიერ კომპენსაციის მოთხოვნა გამომძალველთა მოქმედებებს შეადარა [ვიდეო]

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ჩეხეთის მიერ კომპენსაციის მოთხოვნა გამომძალველთა მოქმედებებს შეადარა. მისი თქმით, ისეთ პირებს, რომლებიც სასამართლოსა და გამოძიების გარეშე, მუქარებითა და შეურაცხყოფით ფულს ითხოვენ, გამომძალველებს უწოდებენ. შეგახსენებთ, ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთისგან 2014 წელს საბრძოლო აღჭურვილობის საწყობში მომხდარი აფეთქების გამო 25,5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს უდავო მტკიცებულებები, რომ ვრბეტიცეში მომხდარი აფეთქების უკან რუსეთის დაზვერვის  ორი აგენტი დგას. რუსეთი მომხდართან ყველანაირ კავშირს უარყოფს.

დღის გადაცემები