27.04.2024 | 10:18
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს აკრიტიკებს,  რომლებიც კლიმატის სამიტს არ დაესწრნენ [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინელ და რუს კოლეგებს აკრიტიკებს, რომლებიც გლაზგოში კლიმატის ცვლილების სამიტზე დასასწრებლად არ ჩავიდნენ. ჯო ბაიდენის განცხადებით, სი ძინპინის გლაზგოში არ ყოფნა „დიდი შეცდომა“ იყო. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი,  რამაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო,  კლიმატის სამიტია. ყველგან - ისლანდიიდან ავსტრალიამდე - ეს გიგანტური საკითხია და ისინი გვერდზე გადგნენ. ბაიდენი აღნიშნავს, რომ იგივე ითქმის რუსეთზე და მის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რომელსაც ტუნდრა ეწვის და კლიმატთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს. კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ სამიტზე დასასწრებლად გლაზგოში 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ჩავიდა. ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა კი მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიიღეს. ამავდროულად,  ვრცედლება გლაზგოს კლიმატის სამიტის გახსნის კადრები, სადაც აშშ-ს პრეზიდენტი თვლემს. ჯო ბაიდენმა,  რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში  ევროპაში მოგზაურობდა, არაერთხელ დახუჭა თვალები და  მხოლოდ თავის ასისტენტს ეკონტაქტებოდა.

დღის გადაცემები