27.04.2024 | 20:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
„კორონავირუსის პანდემიის დასრულება ძალიან ადვილია კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრასთან შედარებით“ [ვიდეო]

კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარება კაცობრიობის ყველაზე საოცარი მიღწევა იქნება, - ამის შესახებ ბილ გეიტსმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, Microsoft-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულება „ძალიან, ძალიან მარტივი“ იქნება კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრასთან შედარებით.  კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ეხება გეიტსის ახალი წიგნი „როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური კატასტროფა“. მასში მილიარდერი პრობლემის გადაწყვეტის გზებზე საუბრობს. მისი აზრით, კაცობრიობა ენერგიის განახლებად წყაროებზე უნდა გადავიდეს, ეს ცვლილებები კი მთავრობებმა უნდა დაიწყონ. მისი თქმით, პრობლემის მოგვარების კუთხით მთავრობების მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მათ კერძო სექტორს უნდა განუცხადონ, რომ საჭიროა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება.

დღის გადაცემები