27.04.2024 | 13:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა დანაყოფებმა აზერბაიჯანის ძალების შეტევა მოიგერიეს და საწინააღმდეგო ზომები მიიღეს, რითაც მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი მიაყენეს როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის მხრივ.  აზერბაიჯანის მხარე კი იუწყება, რომ ინტენსიური ბრძოლა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და სომხურ მხარეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეტაკებები 27 სექტემბერს დაიწყო. დაპირისპირებას უკვე 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსოფლიო ლიდერები მოუწოდებენ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა, განმუხტონ დაძაბულობა და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი მზადყოფნას გამოთქვამს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მაღალი რანგის შეხვედრას უმასპინძლოს.

 

დღის გადაცემები