19.04.2024 | 22:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ტრამპი ბაიდენს ურჩევს პუტინთან შეხვედრისას არ ჩაეძინოს [ვიდეო]

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოახლოვებულ შეხვედრას ეხმაურება და ბაიდენს აფრთხილებს, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას არ ჩაეძინოს. „წარმატებას ვუსურვებ ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას - არ ჩაგეძინოს შეხვედრის დროს, და გთხოვ ჩემგან გულითადი მოკითხვა გადაეცი“, - წერია ტრამპის განცხადებაში, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენს „მძინარე ჯო“ შეარქვა. ამავე განცხადებაში ტრამპი იხსენებს, რომ პრეზიდენტის რანგში ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა პუტინთან ფინეთში და აშშ-მა ბევრს მიაღწია. ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება.

დღის გადაცემები