28.04.2024 | 08:08
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენი რუსეთთან დადებული სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების 5 წლით გაგრძელებას შეეცდება [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთთან დადებული სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულების 5 წლით გაგრძელებას შეეცდება, - შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა. სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ახალი ხელშეკრულება როგორც აშშ-ს, ასევე რუსეთს 1 550-ზე მეტი სტრატეგიული ბირთვული ქობინის განთავსებას უკრძალავს. ის ასევე სახმელეთო და წყალქვეშა რაკეტებისა და ბომბდამშენების განთავსების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 5 თებერვალს იწურება, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეებმა მისი კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება არ მიიღეს.

დღის გადაცემები