28.04.2024 | 01:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მევლუთ ჩავუშოღლუ - უკრაინაში ვითარება სერიოზულია, მაგრამ არა ისეთი საშინელი, როგორც  დასავლეთში ამის წარმოჩენას ცდილობენ [ვიდეო]

უკრაინაში რუსეთის გარდაუვალი აგრესიის შესახებ დასავლეთის მიერ გაღვივებული მღელვარება აზიანებს უკრაინას და მის ეკონომიკას. ამგვარი „მეგაფონური დიპლომატია“ არ ამცირებს დაძაბულობის დონეს რეგიონში და შორს არის რეალობისგან“, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. თურქი მინისტრის თქმით, ანკარამ თავისი შუამავლობის ძალისხმევით იცის, რომ პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა არ იქნება. ჩვიშოღლუ ასევე აღნიშნავს, რომ  ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ესკალაციის დონის შემცირების და ნდობის ატმოსფეროს შექმნის ნაბიჯები. ვიარება კი არ არის ისეთი საშინელი, როგორც დასავლეთში ამის წარმოჩენას ცდილობენ. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თურქეთი, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს კარგი ურთიერთობა როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან, ეწინააღმდეგება დაპირისპირების ახალ რაუნდს რეგიონში, სადაც ისედაც ბევრი კონფლიქტია.

დღის გადაცემები