27.04.2024 | 11:47
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი მეთაური ჰყავს [ვიდეო]

სერბეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ახალი მეთაური აირჩა. 46-ე პატრიარქი მღვდელმთავართა კრების გადაწყვეტილებით, ზაგრები-ლუბლიანსკის მიტროპოლიტი პორფირი იქნება.

პატრიარქის არჩევნების ჩატარება საჭირო გახდა იმის გამო, რომ გასული წლის 20 ნოემბერს სერბეთის ეკლესიის მეთაური ირინეოსი გარდაიცვალა.

პატრიარქის არჩევნები ბელგრადში, წმინდა საბა სერბელის სახელობის ტაძარში გაიმართა. უახლოეს პერიოდში პატრიარქის ტახტზე არჩეული მიტროპოლიტის ინტრონიზაცია გაიმართება, რის შემდეგაც ის ოფიციალურად დაიკავებს პირველი მღვდელმთავრის ტახტს.

დღის გადაცემები