28.04.2024 | 03:16
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას მკაცრად გააკონტროლებს [ვიდეო]

აშშ-ის მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას წინააღმდეგობას გაუწევს, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კონგრესში გამართული მოსმენის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციას რამდენიმე ქვეყანა და მათ შორის რუსეთი ავრცელებს.

„ვიზიარებ კონგრესმენების შეშფოთებას ვაქცინების შესახებ ცრუ და არასწორი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე, რასაც მათ შორის რუსეთიც აკეთებს. ეს ძალიან სახიფათო და საბოლოო ჯამში, კონტრპროდუქტიულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დეზინფორმაციულ კამპანიაშია ჩართული, რადგან ისინიც ვერ იქნებიან დაცული, ვიდრე მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აცრას არ გაიკეთებს. ჩვენ ვაპირებთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ და მკაფიო განცხადებები გავაკეთოთ, როდესაც ვნახავთ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

დღის გადაცემები