28.04.2024 | 03:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროკომისია უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვენიაში მედიაზე თავდასხმების შეჩერებას ითხოვს [ვიდეო]

ევროკომისია უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვენიაში თავისუფალ მედიაზე თავდასხმების შეჩერებას და მედიის დასაცავად, დამატებითი ინსტრუმენტების მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს ევროკომისარმა ვერა იუროვამ გააკეთა.

იუროვას თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვენიაში „შემაშფოთებელი მოვლენები“ განვითარდა და ევროკომისია აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს, თუ ევროკავშირის წესების დარღვევა გაგრძელდება.

მედიაზე თავდასხმის მაგალითად ევროკომისიამ დაასახელა „უნგრულ რადიოსადგურ „კლურადიოსთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევა, პოლონეთში მედიასაშუალებების სარეკლამო შემოსავლებზე დამატებითი გადასახდის შემოღება და სლოვენიის მთავრობის მუდმივი მცდელობა, შელახოს მედისაშუალებების, ეროვნული სააგენტოს დამოუკიდებლობა“.

ამასთან ერთად, ევროპარლამენტში მიმართვის დროს ევროკომისარმა იუროვამ განაცხადა, რომ ევროკომისიას უნდა ჰქონდეს დამატებითი ინსტრუმენტები, რათა წევრი ქვეყნების ეროვნულ მთავრობებზე ზეგავლენა მოახდინონ, როდესაც საქმე მედიის დაცვას ეხება. მისივე თქმით, დღეს ბრიუსელის შესაძლებლობები ამ სფეროში „შეზღუდულია“.

დღის გადაცემები