27.04.2024 | 08:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის ონლაინ მოლაპარაკებები გაიმართა [ვიდეო]

სავაჭრო ურთიერთობები, ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობა, ტაივანი, ადამიანის უფლებები და კლიმატი - საკითხები რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ჩინეთის ლიდერმა ონლაინ მოლაპარაკებებისას განიხილეს. თეთრი სახლი ინფორმაციით ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის ვიდეოკონფერენცია მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოლაპარაკებებისას შეშფოთება გამოთქვა პეკინის მიერ სინციანში, ტიბეტსა და ჰონკონგში წარმოებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ჩინეთის წინააღმდეგ ბლოკის ფორმირებას არ აპირებს და არც ტაივანის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს. თავის მხრივ სი ძინპინმა ამერიკელ კოლეგას „ძველი მეგობარი“ უწოდა. სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ჯანსაღი ურთიერთობები საჭიროა გლობალური გამოწვევების დასაძლევად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და კოვიდ 19-ის პანდემია.

დღის გადაცემები