27.04.2024 | 22:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მსოფლიო კორონავირუსის დაავადების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა [ვიდეო]

მსოფლიო კორონავირუსის დაავადების თვალსაზრისით პლატოზე გავიდა. თუმცა, სხვადასხვა რეგიონში ვითარება განსხვავებულია. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკჰოვემ სოციალური ქსელების მომხმარებელებთან კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს განაცხადა. „ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად, ვლინდება დაინფიცირების 4.5 მილიონი შემთხვევა და 72-დან 78 ათასამდე გარდაცვალების ფაქტი. თუმცა, სხვადასხვა რეგიონში შეიმჩნევა განსხვავებული ვითარება“ - განაცხადა ექსპერტმა. მისივე თქმით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გამოვლენილი შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა იზრდება, ევროპაში - კი გამოვლენილ შემთხვევათა და სიკვდილიანობის კლება ფიქსირდება.

დღის გადაცემები