28.04.2024 | 09:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ლინდა თომას-გრინფილდი - ჩინეთმა რუსეთს სწორი მოქმედებისკენ უნდა მოუწოდოს [ვიდეო]

გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი რუსეთს უკრაინის საკითხზე სწორი მოქმედებისკენ მოუწოდებს. დიპლომატის თქმით,  დასავლეთს იმედი აქვს, რომ ჩინელები თავიანთ როლს ითამაშებენ, რათა რუსებს სწორი სტრატეგიისკენ უბიძგონ. „ჩინელებმა უშიშროების საბჭოში ძლიერი პოზიცია დააფიქსირეს საზღვრების მთლიანობისა და სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვის კუთხით. ზუსტად ამას აკეთებენ რუსები - საზღვრის მთლიანობას ემუქრებიან“, - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა. თავის მხრივ, გაეროში ჩინეთის ელჩმა, ჩჟან ძუენმა განაცხადა, რომ ნებისმიერი უთანხმოება დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.

დღის გადაცემები