27.04.2024 | 17:07
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე პროცესი დაიწყო [ვიდეო]

აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე პროცესი დაიწყო. კონგრესმენებმა უნდა განსაზღვრონ, დამნაშავეა თუ არა ექსპრეზიდენტი ამბოხის წაქეზებაში, რასაც 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაში მისი მხარდამჭერების შტურმით შეჭრა მოჰყვა. საკუთარი დასკვნების წარმოსადგენად ბრალდებისა და დაცვის მხარეს 16-16 საათი ექნებათ, რის შემდეგაც სენატის წევრებმა ტრამპის ბრალეულობაზე უნდა იმსჯელონ. ცოტა ხნის წინ, თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა სენატის უმრავლესობამ კონსტიტუციურად ცნო. ტრამპი ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, გაამართლებს თუ არა სენატი ექს-პრეზიდენტს.

დღის გადაცემები