27.04.2024 | 08:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობა დასრულებულია [ვიდეო]

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობა დასრულებულია. უკანასკნელი შემაერთებელი მილი ბალტიის ზღვაში უკვე ჩაუშვეს. რჩება მხოლოდ დანიიდან გერმანიამდე მიმართული სექციების შეერთება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, გაზსადენი უკვე რამდენიმე დღეში სრულფასოვნად ამუშავდება, მიუხედავად მის მოწინააღმდეგეთა აქტიურობისა. ამ ფონზე კუბომეტრი ბუნებრივი აირის ფასმა ევროპის ბაზარზე ისტორიულ მაქსიმუმს, 650 დოლარს გადააჭარბა. „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ ორი განშტოებიდან შედგება. თითოეულის სიგრძე 1234 კილომეტრს შეადგენს და წლის განმავლობაში 55 მილიარდი კუბური მეტრი აირის ტრანსპორტირებაზეა გათვლილი. რუსულ-გერმანული გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგ უკრაინა გამოდის, რომელიც მისი ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ჩავარდნას უფრხის.

დღის გადაცემები