27.04.2024 | 16:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ტოკიო 2020-ის ხელმძღვანელი - ოლიმპიადას კიდევ ერთხელ ვერ გადავდებთ [ვიდეო]

„ოლიმპიადას კიდევ ერთხელ ვერ გადავდებთ,“ - ამის შესახებ ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა სეიკო ჰაშიმოტომ განანცახადა. იაპონიაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის კრიზისის გამო, ოლიმპიადის ერთი წლით გადადება სურს. უკვე ცნობილია, რომ უცხოელი მაყურებელი ოლიმპიადას არ დაესწრება. ჯერჯერობიტ იცნობია ისიც, დაუშვებენ თუ არა ოლიმპიადაზე იაპონელ გულშემატკივრებს. იაპონია რამდენიმე კვირაა კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაბალია და 10 რეგიონში, მათ შორის ტოკიოში, 20 ივნისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დღის გადაცემები