27.04.2024 | 07:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სერგეი ლავროვი - ნატომ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად [ვიდეო]

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ნატომ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად.  ლავროვის თქმით,  რუსეთი არასოდეს იწყებს ურთიერთობების გაუარესებას არც ნატოსთან, არც ევროკავშირთან და არც დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანასთან.  რუსი დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ  რუსეთის ნაბიჯი, რაც ბრიუსელში რუსეთის წარმომადგენლობის მუშაობის შეწყვეტას გულისხმობს, პასუხია ნატოს სამ ნაბიჯზე, რადგან მათ სამჯერ შეამცირეს რუსეთის წარმომადგენლობა.

ცნობისთვის, რუსეთი ნატო-ში საკუთარი დიპლომატიური მისიის საქმიანობას აჩერებს. მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება ალიანსის მიერ რუსეთის მისიის 8 წევრის გაძევების საპასუხოდ მიიღო.

დღის გადაცემები