27.04.2024 | 14:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ვლადიმერ პუტინი - უკან დახევა აღარ იქნება [ვიდეო]

რუსეთმა საკუთარი შეიარაღებული ძალების განვითარება და გაძლიერება მომავალშიც უნდა განაგრძოს, რადგან დასავლეთის მხრიდან იურიდიულად გაფორმებული უსაფრთხოების გარანტიების შემთხვევაშიც კი მისი ნდობა არ შეიძლება - ამის შესახებ მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადეს. უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი შოიგუმ ანგარიშის წარმოდგენისას ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან ვითარების გართულების რამდენიმე მაგალითი მოიყვანა. მისი განხადებით საზღვრის გასწვრივ საჰაერო სივრცეში ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების ფრენის სიხშირე ორჯერ არის გაზრდილი, ხოლო დონეცკის ოლქში ამერიკული გასამხედროებული კომპანიების თანამშრომელთა აქტიურობაა დაფიქსირებული, რომლებიც  უკრაინული ძალების მომზადებით არიან დაკავებული. კოლეგიაზე სიტყვით რუსეთის პრეზიდენტიც გამოვიდა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასავლეთისადმი წარდგენილი წინადადებები ულტიმატუმი არ არის, თუმცა ვაშინგტონს და მის მოკავშიერეეებს მათი გათვალისწინება მოუწევთ. „რუსეთი ევრაზიულ სივრცეში თანაბარი უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით გამოდის, თუმცა დასავლელი კოლეგების მიერ აგრესიული ხაზის გატარების შემთხვევაში ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს მივიღებთ, არამეგობრულ ნაბიჯებს კი მწვავედ უპასუხებთ“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა

დღის გადაცემები