27.04.2024 | 22:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
აშშ-მ კოვიდ 19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა [ვიდეო]

შეერთებულმა შტატებმა მძიმე ავადმყოფობის რისკის ქვეშ მყოფი 12 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის „ფაიზერის“ მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა. კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, პრეპარატი „პაქსლოვიდი“ მძიმე დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით 89 %-ით ეფექტურია. კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ ახლახანს ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ პრეპარატი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტურობას კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის მიმართ.

შეერთებულ შტატებს მედიკამენტის 10 მილიონი კურსისთვის საჭირო რაოდენობაზე კონტრაქტი გაფორმებული აქვს. ერთი კურსის ღირებულება 530 აშშ დოლარია.

დღის გადაცემები