27.04.2024 | 23:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მოსკოვი  აშშ-ს გადაწყვეტილებას ევროპაში ჯარების გაგზავნის შესახებ აკრიტიკებს [ვიდეო]

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების ფონზე დასავლეთსა და მოსკოვს შორის დიალოგის გამწვავებას საფრთხე ემუქრება. ბაიდენი  ევროპაში დამატებითი კონტიგენტის განლაგებას გეგმავს.  საუბარია 3 ათას ჯარისკაცზე, მათგან 2 ათასი პოლონეთსა და გერმანიაში გაფრინდება, კიდევ ათასი ჯარისკაცი კი რუმინეთში ჩავა. ვაშინგტონი განმარტავს, რომ საუბარია რუსეთის შეკავების მცდელობებზე. ”ეს სამხედროები არ მიდიან უკრაინაში და არ იბრძოლებენ უკრაინისთვის, ჩვენ ვართ შეერთებული შტატები, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს - მხარი დაუჭიროს პარტნიორებს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.  მოსკოვში აღნიშნული გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ  გაუმართლებელი, დესტრუქციული ნაბიჯები ზრდის სამხედრო დაძაბულობას და  პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად სივრცეს ავიწროებს.  რუსეთი უკრაინის მილიტარისტულ გეგმებს კვლავ უარყოფს და რეგიონში შეერთებული შტატებისა და ნატოს პოლიტიკას პროვოკაციულს უწოდებს. ამავდროულად, ორივე მხარე დიპლომატიური გზით კრიზისის დაძლევისა და მოლაპარაკებების სხვადასხვა დონეზე გაგრძელების სურვილს ადასტურებს.

დღის გადაცემები