27.04.2024 | 09:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი იმოქმედებს მტკიცედ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე [ვიდეო]

ევროკავშირი იმოქმედებს მტკიცედ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე , - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს უკრაინას მხარდაჭერა. “მოვუწოდებთ რუსეთს, მოახდინოს დეესკალაცია და თავი შეიკავოს მომავალი ნებისმიერი აგრესიული ქმედებისგან. არ უნდა იყოს არანაირი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი იმოქმედებს მტკიცედ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე,“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

დღის გადაცემები