27.04.2024 | 23:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ერევანში კვლავ დაძაბული ვითარებაა [ვიდეო]

ერევნის ცენტრში კვლავ დაძაბული ვითარებაა. სომხეთის პარლამენტში დღეს სხდომის ჩატარებაა დაგეგმილი, რომელზეც დეპუტატები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. ოპოზიციის მხარდამჭერები ბაგრამიანის გამზირზე გაშლილ კარვებთან იკრიბებიან. მანამდე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა იშხან საღათელიანმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გადადგება. სომხეთში მდგომარეობა გუშინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა. ნიკოლ ფაშინიანმა ამ ნაბიჯს სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა და საკუთარი მხარდამჭერები „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრიბა.

დღის გადაცემები