27.04.2024 | 22:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ევროპის რიგ ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა [ვიდეო]

მიუხედავად იმისა, რომ ბელგიაში მოსახლეობის 76% ვაქცინირებულია, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ამის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.  ამიერიდან საზოგადოებრივი თავსეყრის ადგილებში პირბადეების ტარება 10-წლის ზემოთ ასაკის ბავშვებსაც მოუწევთ. მათ კი ვისაც შესაძლებლობა აქვს, 5 სამუშაო დღიდან 4 დღე სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში 12 დეკემბრამდე მოუწევთ მუშაობა. შვედეთის ხელისუფლებამ კი 1 დეკემბრიდან კოვიდ-პასპორტების ამოქმედების შესახებ განაცხადა. მოქალაქეებს მათი წარმოდგენა დახურულ სივრცეებში მოსახვედრად მოუწევთ. დაავადების მკვეთრი მატება ბოლო რამდენიმე დღეა ფიქსირდება ჩეხეთშიც. სამშაბათს ქვეყანაში 22 000-ზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან რეკორდული მაჩვენებელია.

დღის გადაცემები