28.04.2024 | 06:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ალექსეი ნავალნის ძმა და მისი თანამოაზრეები დააკავეს [ვიდეო]

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ძმა და მისი თანამოაზრეები დააკავეს. სამართალდამცველებმა ალექსეი ნავალნის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. დაკავებულები 23 იანვრის აქციაზე სანიტარული და ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. დაკავებულთა შორისაა ლუბოვ სობოლი, რომელიც თავდაპირველად პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხვის მიზნით წაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათით დარჩებიან. პოლიციელებმა ნავალნის 20-მდე თანამოაზრის სახლიც გაჩხრიკეს. 18 იანვარს სასამართლომ ალექსეი ნავალნის აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.

დღის გადაცემები