28.04.2024 | 02:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ემანუელ მაკრონი - ავსტრალიის პრემიერმა წყალქვეშა ნავების შეთანხმებასთან დაკავშირებით  იცრუა [ვიდეო]

 საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა წყალქვეშა ნავების მშენებლობის ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით მასთან იცრუა.  მაკრონის განცხადებას მოგვიანებით სკოტ მორისონი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტყუილი არ უთქვამს. ავსტრალიის პრემიერის მტკიცებით, მან წინასწარ აუხსნა მაკრონს, რომ ჩვეულებრივი წყალქვეშა ნავები ავსტრალიის საჭიროებებს აღარ აკმაყოფილებდა.

შეგახსენებთ, პარიზს, კანბერასა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური კრიზისი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების ახალი ალიანსის შექმნამ გამოიწვია. შეთანხმება ავსტრალიას საშუალებას აძლევს, ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით ბირთვული წყალქვეშა ნავები ააგოს. ახალი ალიანსის გაფორმებით ავსტრალიამ საფრანგეთთან გააუქმა რამდენიმე მილიარდი ევროს ღირებულების ხელშეკრულება, რომელიც წყალქვეშა ნავების მშენებლობას ითვალისწინებდა და რომელსაც ორმა ქვეყანამ 2016 წელს გააფორმა.

დღის გადაცემები